საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა

ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდები დაამარცხა, ხოლო თურქეთის ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 3:2 დათმო.
მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კი საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 3:0 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები