თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერითა და შუამთის დედათა მონასტრის ინიციატივით ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი შუამთის მონასტრის ხატები, საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში (საგანძურში) დაცული შუამთის მონასტრისთვის შეწირული შვიდი ექსპონატი: 6 ბეჭედი და ერთი საცეცხლური. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან წარმოდგენილია სამი ხელნაწერი – ტიპიკონი, იოანე ოქროპირის მათეს თავის განმარტებანი და კრებული.
გამოფენის გახსნაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ახალი შუამთის მონასტრის ისტორიას ასახავს.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.