თათია აფციაური ოლიმპიადაზე 40 მსაჯის ხელმძღვანელად შეირჩა
პირველად საქართველოს ისტორიაში, ფარიკაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი თათია აფციაური ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე მსაჯთა დელეგატია. თათია აფციაური, ოლიმპიადაზე 40 მსაჯის ხელმძღვანელად შეირჩა.
თათია აფციაური ეტლით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის არბიტრია.