ბელგიის კარატეს ფედერაციის სპეციალური მიწვევით, საერთაშორისო ტურნირზე სამსაჯოდ ჩვენი ფედერაციის მსაჯთა გუნდი იმყოფება

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის, WKF&EKF-ის საერთაშორისო A კატეგორიის მსაჯის, თათი მელუას ორგანიზებით, ბელგიის კარატეს ფედერაციის სპეციალური მიწვევით, საერთაშორისო ტურნირზე სამსაჯოდ იმყოფება ჩვენი ფედერაციის მსოფლიოს ლიცენზირებული მსაჯთა გუნდი:

  • გელა ახალაძე;
  • თამუნა თურმანიძე;
  • სოსო საყვარელიძე;
  • მერაბ გიგნაძე;
  • ცირა სამუშია.

„თათი მელუას ორგანიზებით ყოველ ასეთი შეჯიბრებაში ჩვენის მსაჯების მიწვევა და მონაწილეობა უდიდეს გამოცდილებას სძენს ჩვენი ფედერაციის სამსაჯო გუნდს, რაც კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია საქართველოში🇬🇪 მაღალი დონის საერთაშორისო ასპარეზობების ჩასტარებლად“, – ნათქვამია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები