ალიკანტეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ალიკანტეს მოქმედი დიასპორის ინფორმაციით, 26 მაისს, ალიკანტეში, ექსპლანადაზე (La Concha de Explanada), დილის 11 საათიდან 2 საათამდე, დიასპორა მართავს საზეიმო ღონისძიებას,რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება კონცერტი დიასპორასთან არსებული ანსამბლის მონაწილეობით.

„გიწვევთ ყველა მსურველს, მხარდამჭერსა და ქომაგს ვისაც სურს ჩვენი სამშობლოსთვის ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა, გვესტუმროთ და შემოუერთდეს ამ საზეიმო ღონისძიებას“, – ნათქვამია ალიკანტეს მოქმედი დიასპორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები