ალიკანტეს დიასპორას მწერალი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი კეკელიძე ეწვევა

2 ივნისს, 12 საათზე, ალიკანტეს დიასპორას მწერალი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი გიორგი კეკელიძე ეწვევა. ინფორმაციას ალიკანტეს ქართული სახლი ავრცელებს.

„მეგობრებო, თანამემამულეებო! სიხარულით გაცნობებთ, რომ ალიკანტეს დიასპორას ეწვევა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მწერალი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი გიორგი კეკელიძე.

შეხვედრა, რომელსაც მოუთმენლად ველით, გაიმართება 2 ივნისს, 12 საათზე, დიასპორის ოფისში. Calle Jaen,4.Alicante.

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ პირადში“, – ნათქვამია ალიკანტეს დიასპორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები