თბილისში ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ჩამოვიდნენ

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ინფორმაციით, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჯონ მალკოვიჩი და მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვივნენ.

მათი მონაწილეობით სპექტაკლს „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ მაყურებელი 22 და 23 მარტს იხილავს.

მსახიობები „თეატრი სახელოსნო 42“-ს ესტუმრნენ და რეჟისორ ლევან წულაძეს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები