მარიამ ტოგონიძეს, ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი მარიამ ტოგონიძე გაცვლითი პროგრამით ექვსი თვეა, რაც იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში სწავლობს. წელს, ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, მას სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა.

„გაცვლითი პროგრამით მარიამი ეუფლება იაპონურ ენას. მისთვის დიდი გამოცდილებაა ყოველდღიურად იაპონურად საუბარი. გარდა ამისა, მარიამის სასწავლო პროგრამა მოიცავს რელიგიის, ისტორიისა და კულტურის შესწავლას. იაპონიაში ყოფნა კი ეხმარება უკეთ გაეცნოს იაპონურ კულტურას, ისტორიას და საკუთარი თვალით დაათვალიეროს ამ ქვეყნის არქიტექტურა.

გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები