„ვარსკვლავების მოედანზე“ ოთარ მაღრაძის ვარსკვლავი გაიხსნა 

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე „ვარსკვლავების მოედანზე“  ჯაზის მუსიკოსისა და პიანისტის ოთარ მაღრაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნა მის იუბილეს დაემთხვა. 4 მარტს, ბატონი ოთარი 70 წლის გახდა.

პიანისტი ოთარ მაღრაძე თითქმის ხუთი ათეული წელია, რაც ქართული ჯაზის განვითარებას ემსახურება. მუსიკოსს ჩატარებული აქვს ჯაზური მუსიკის მრავალი კონცერტი, არის ზაარბრიუკენის, ნანტის, ჰანოვერის, ტალინის, მოსკოვის, დონეცკის, ერევნის, რიგის, ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალების ლაურეატი. ჩაწერილი აქვს 4 CD, ასევე მუზიცირებდა მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ჩაკა ხანი, ფილ მალკოვიჩი, ბობ მონცერი, ბენი გოლსონი და სხვები.

1981 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული ჯაზ-კვინტეტი და ხელმძღვანელობდა მას 10 წლის განმავლობაში. 12 წლის მანძილზე გახლდათ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასთან არსებული საესტრადო ორკესტრის სოლისტი. 1997 წლიდან თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის „ბიგ-ბენდი“ სოლისტია.

2020 წელს გამოსცა საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჯაზური კომპოზიციების ნოტები სახელწოდებით – „რვა ჯაზური კომპოზიცია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები