შვეიცარიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ბეილერის ფონდის მუზეუმს ესტუმრენ

ბეილერის ფონდის დახმარებით, შვეიცარიაში საქართველოს საელჩომ  ორგანიზება გაუწია  შვეიცარიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ბეილერის ფონდის მუზეუმში  ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენაზე  ვიზიტს.

„ღონისძიების   შესახებ ინფორმაცია განთავსდა საელჩოს სოციალურ ქსელში და მასზე მოვიწვიეთ შვეიცარიაში მცხოვრები ქართული დიასპორა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება ითქვას,  რომ ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა.

ღონისძიების ფარგლებში, გავმართეთ ფიროსმანის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე  საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოცემული წიგნი-ალბომის პრეზენტაცია. ის მოიცავს ფიროსმანის 50 ნამუშევარსა და ცნობილი ქართველი მხატვრის, თემო ჯაფარიძის ტექსტს სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, ფრანგული).

წიგნები საჩუქრად გადავეცით დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომლებთან ერთადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში განვახორციელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი“, – ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები