სიახლე ტორონტოს ქართველ ემიგრანტებისათვის

ქართული კულტურის ცენტრ ივერიონის ინფორმაციით, North York – ის კომუნიტი ცენტრში იხსნება კარატეს კლუბი „კარატეს აკადემია”, რომელსაც კარატეს საერთაშორისო შეჯიბრებების არაერთგზის ჩემპიონი – ჰენრი ვეკუა უხელმძღვანელებს.

„კარატეს კლუბის მიზანია ბავშვებს შეასწავლოს აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ასწავლოს თავის დაცვის ხელოვნება და ბავშვებში გამოაწრთოს ძლიერი პერსონალური თვისებები.

დასაწყისისათვის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. შეკითხვებისთვის ან რეგისტრაციის მსურველებმა მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: +1 (437) 433‑8560“, – ნათქვამია ქართული კულტურის ცენტრ ივერიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები