ზაურ ანთია ირლანდიის ოლიმპიური ფედერაციის პრეზიდენტის ჯილდოთი დააჯილდოვეს

ზაურ ანთია ირლანდიურ სპორტში შეტანილი წვლილისთვის ირლანდიის ოლიმპიური ფედერაციის პრეზიდენტის ჯილდოთი დააჯილდოვეს.

თავმდაბალი ქართველი გენიოსი – ასე მოიხსენიებენ მას უცხოურ პრესაში. ზაურ ანთია ირლანდიის მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისი მოღვაწეობის მანძილზე მოკრივეებმა უამრავ გამარჯვებას მიაღწიეს და 200-მდე მედალი მოიპოვეს. აქედან 9 ოლიმპიური მედალია.

1985 წლამდე, თავადაც მოქმედი მოკრივე იყო და ექვსჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მოგვიანებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. აღზრდილი ჰყავს არაერთი წარმატებული ქართველი მოკრივე, რომელთაგან ოთხი ოლიმპიელი გახდა. არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და მშობლიური ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები