საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონები გახდნენ: გიორგი მაისურაძე (55 კგ), ნიკა ბუხრაშვილი (60 კგ), ნოდარ თევზაძე (71 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ).

ვერცხლის მედალს გიგია ლუქუნიძე (92 კგ) დაეუფლა.

ბრინჯაოს – ლუკა ბეგიაშვილი (48 კგ), მათე ცინაძე (51 კგ), ოთო ბერიძე (80 კგ) და ვაჩე აბრამიშვილი (92 კგ).

საქართველოს ნაკრები სომხეთში მწვრთნელებმა ვანო ყვარელაშვილმა და მამუკა ჩაჩუამ ჩაიყვანეს.

ტურნირზე ქართველმა არბიტრმა ელგუჯა ქობესაშვილმაც იმსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები