ბატუტზე მხტომელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოთხეულმა: ლუბა გოლოვინამ, მარიამ რაგიმოვამ, ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავამ. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ნახევარფინალში გავიდნენ ლუბა გოლოვინა და მარიამ რაგიმოვა, თუმცა მათ ფინალში მოხვედრა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები