გურამ ცინცაძემ საერთაშორისო საგუნდო დირიჟორობის კონკურსში მე-2 ადგილი და ჯილდო აიღო დასავლეთევროპული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის

ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო საგუნდო დირიჟორობის კონკურსში 4th Juozas Naujalis international Competition for Choral Conductors, კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა გურამ ცინცაძემ მე-2 ადგილი და ჯილდო აიღო დასავლეთევროპული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.
გურამმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი დაამთავრა პროფესორ ლიანა ჭონიშვილის კლასში, რის შემდეგაც სწავლას ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში, სიმფონიური დირიჟორობისა და საგუნდო დირიჟორობის მიმართულებით აგრძელებს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები