ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად უნიკალური გამოცემა გადაეცა

პროფესორმა ზაზა ფირალიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა უნიკალური გამოცემა, ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის, ბიზანტიის ისტორიის მკვლევრის, შარლ დილის (1859-1944) მიერ თავისივე სიცოცხლეში (1910 წელს), პარიზში გამოცემული „ბიზანტიის ხელოვნების ისტორია“.

“დღემდე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ამ გამოცემის არცერთი ეგზემპლარი არ ინახებოდა.

წიგნი, რესტავრაციის შემდეგ, იშვიათ გამოცემათა ფონდში დაიდებს ბინას.

ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბატონ ზაზას საჩუქრისთვის”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები