“დაიცავით თქვენი უფლებები და იქნებით დაცულნი” – ხათუნა შარაძე ემიგრანტებს “ბადანტე”-ს უფლებებს აცნობს

რისი უფლება აქვს “ბადანტეს” – ჟურნალისტი ხათუნა შარაძე იტალიიდან, სოციალურ ქსელში, ქართველ ემიგრანტებს “ბადანტეების” უფლებების ქართულ თარგმანს უზიარებს და მოუწოდებს, რომ დაიცვან საკუთარი თავი.

  • “ბადანტეს აქვს უფლება კვირაში ერთხელ მიიღოს 24 საათიანი დასვენების დღე და 12 საათიანი დასვენების დღე.
  • წლის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს 26 -დღიანი შვებულება.
  • აქვს 2 საათიანი დასვენების შესაძლებლობა დღის განმავლობაში და დამატებით 11 საათიანი დასვენების საშუალება მთლიანად დღე-ღამის განმავლობაში.
  • კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში უნდა გადაუხადონ ე.წ “ლიკვიდაციონე” მეცამეტე ხელფასი და დღესასწაულის დღეების, თუ, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა გამოყენებული დასვენებისთვის.

ეს ეხება როგორც უსაბუთოს, ასევე საბუთიან ადამიანს. არანაირი განსხვავება არ არის. დაიცავით თქვენი უფლებები და იქნებით დაცულნი.

გადადით ბმულზე და იტალიურად წააკითხეთ თქვენი უფლებების შესახებ თქვენს დამქირავებელ ოჯახებს. გააზიარეთ სტატია, რათა მეტ ემიგრანტს ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

იტალიურ ენაზე ინფორმაციის გასაცნობად გადადით მითითებულ ბმულზე:

https://www.soldioggi.it/contratto-badanti-13416.html…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები