EarthPix-ზე ბათუმის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

უმსხვილეს ამერიკულ სამოგზაურო პლატფორმა EarthPix-ზე გამოქვეყნებულ აჭარაში გადაღებულ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვერდის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა “ალი და ნინოსა” და ღვინის დაყენების ტრადიციის ვიდეოებმა 50 მილიონზე მეტი გამომწერის ყურადღება მიიპყრო. “ეს არის ამ პერიოდში ყველაზე ნახვადი და ვირუსული ვიდეო საქართველოდან, რომლის ნახვებიც ყოველდღიურად 2 მილიონით იზრდება”, – განაცხადა EarthPix-მა ღვინის დაყენების ტრადიციაზე გადაღებულ ვიდეოზე, რომელსაც გვერდზე ამ ეტაპზე 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. EarthPix-ი, რომლის კონტენტსაც თვის განმავლობაში მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს ორი თვის განმავლობაში გაუზიარებს. გვერდის დამფუძნებლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით აგვისტოში იმოგზაურეს.

EarthPix-ის მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური შინაარსის მქონე ვიდეოებით. იგი აერთიანებს ველურ ბუნებას, ცხოველებს, არქიტექტურასა და სხვადასხვა ტურისტებისათვის მიმზიდველ აქტივობებს, ასახავს მათ საკუთარ პოსტებში, რაც გვერდს ხდის მრავალფეროვანს და დინამიკურს მილიონბით აუდიტორიისთვის. EARTHPIX-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები