საქართველოს პარანაკრებმა ევროპის პარაჩემპიონატი 16 მედლით დაასრულა

დასრულდა ევროპის პარაჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას პარასპორტის 10 სახეობაში 45 ქვეყნის 1,500 პარაათლეტი იღებდა.

საქართველოს პარანაკრებმა ჯამში 16 მედლის მოპოვება შეძლო: 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

16 მედლიდან 7 საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარაძიუდოს, ხოლო 9 პარატაეკვონდოს ნაკრების წევრებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები, ბოლო დღემდე, უსწრებდა დიდი ბრიტანეთის და გერმანიის პარანაკრებებს, ვისთვისაც ბოლო დღე განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა.

“როტერდამი2023-ზე ნაჩვენები შედეგი საქართველოს პარალიმპიური მოძრაობისთვის არის ისტორიული, თანაც ეტლით ფარიკაობის და პარაწოლჭიმის დისციპლინების გარეშე, სადაც უძლიერესი შემადგენლობა გვყავს.

ევროპის პარაჩემპიონატის შედეგები იქნება უმნიშვნელოვანესი ეტაპი და გამოცდილება პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის, რომელიც 2024 წლის 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ჩვენი პარასპორტამენები განაგრძობენ უმაღლესი მიღწევებისთვის ბრძოლას – სულ მალე, 23 აგვისტოს ბირმინგემში პარაძიუდოში, ხოლო დუბაიში – პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატები აიღებენ სტარტს. ორივე მათგანი, პარიზი 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირებია და გვჯერა, ჩვენი პარასპორტსმენები არაერთხელ გაახარებენ ჩვენს გულშემატკივარს და სხვადასხვა კონტინენტეზე ააჟღერებენ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს», – ნათქვამია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები