ფრიდონ აბულაძე და რამაზ ზოიძე რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და რამაზ ზოიძე (72 კგ) რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ. ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ლერი აბულაძეს ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, წინა დღეს მიღებული მცირე ტრავმის გამო.

გიორგი მელიამ (97 კგ) დღე წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა. საბა მამალაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები