საერთაშორისო ფესტივალი YOUNG EURO CLASSIC-ის ფარგლებში სამი ქართული ღონისძიება გაიმართება

19 და 20 აგვისტოს, ბერლინში, საერთაშორისო ფესტივალი YOUNG EURO CLASSIC-ის ფარგლებში, სპეციალურ პროგრამაში “Courage in Concert” ქართული კულტურა სამი ღონისძიებით იქნება წარმოდგენილი, რომელიც აგვისტოს ომის 15 წლისთავსაც ეძღვნება. ესენია:

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სიმფონიური კონცერტი ბერლინის კონცერტჰაუზის დიდ დარბაზში.

კონცერტში მონაწილეობენ: ისლანდიაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი, წარმატებული მევიოლინე და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მიუნხენის კონსერვატორიის სტუდენტი ვერიკო ჭუმბურიძე, ელექტრონული მუსიკის ავტორი, პიანისტი ალექსანდრო კორძაია (KORDZ) და კომპოზიტორი მიკა მდინარაძე. კონცერტს გადასცემს ბერლინის რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კონცერტჰაუზის მცირე დარბაზში გაიმართება ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსების კონცერტი, რომელშიც ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე მიიღებს მონაწილეობას.

20 აგვისტოს კი გაიმართება ლიტერატურული საღამო და დისკუსია ცნობილი უკრაინელი, ესტონელი, ქართველი და უზბეკი ავტორების მონაწილეობით. ქართული მხრიდან ფესტივალის ფარგლებში ცნობილი ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები