თინათინ თინიკაშვილი ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გააგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული თინათინ თინიკაშვილი, მომავალი თვიდან, სწავლას აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში, თომას ჯეფერსონის მიერ დაარსებული ვირჯინიის უნივერსიტეტის (University of Virginia) სამართლის სკოლაში გააგრძელებს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 10 საუკეთესო ამერიკულ სამართლის სკოლას შორის ერთ-ერთია, ხოლო საჯარო უნივერსიტეტებს შორის – პირველი. თინათინმა მოიპოვა ყველაზე მაღალი დაფინანსება, რაც წელს LL.M. პროგრამის (სამართლის მაგისტრატურის) სტუდენტებზე გაიცა.

სწავლის ნაწილობრივი დაფინანსებით, თინათინი ასევე ჩაირიცხა შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში: Columbia University, Cornell University, Northwestern University, Fordham University, Vanderbilt University, University of Southern California და University of California, Davis. ასევე, თინათინმა მოწვევა მიიღო University of Pennsylvania-დან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები