სალომე წერეთელი სწავლას INSEAD-ის პარიზის კამპუსში გააგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული სალომე წერეთელი 2024 წლის იანვრიდან სწავლას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის სკოლის, INSEAD-ის (Institut Européen d’Administration des Affaires) პარიზის კამპუსში, სკოლის ნაწილობრივი დაფინანსებით გააგრძელებს.

INSEAD-თან ერთად, სალომემ დადებითი პასუხი მიიღო ევროპის სხვა წამყვანი ბიზნესის სკოლებიდან, სწავლის დაფინანსების შემოთავაზებით, როგორებიცაა: IE Business School, IESE Business School და HEC Paris.

საბოლოოდ კი არჩევანი INSEAD-ის ბიზნესის სკოლაზე გააკეთა, სწავლის მაღალი ხარისხისა და სკოლის ძლიერი საერთაშორისო ფოკუსის გათვალისწინებით. ბიზნესის სკოლის დამთავრების შემდეგ, სალომე გეგმავს გაიმდიდროს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება და მიღებული ცოდნით დაუბრუნდეს საქართველოს ბიზნესის სექტორს.

სალომემ 2019 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, მესამე კურსიდან მოხვდა 10 სტუდენტს შორის და შეუერთდა საქართველოს ბანკის პროგრამას – ლიდერატორი. მას შემდეგ ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა კორპორაციულ დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ანალიტიკის, ასევე გაყიდვების მიმართულებით. ამჟამად სალომე წამყვანი კორპორაციული ბანკირია ალკოჰოლური სასმელების წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები