ნინო ხარატიშვილის რომანის – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ნინო ხარატიშვილის რომანის – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მიხედვით სერიალის გადაღება იგეგმება.

მათივე ცნობით, სერიალზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ. პროექტის ხელმძღვანელი კი არაერთი წარმატებული ფილმისა და სერიალის შემქმნელი, სარა ლამბერტი იქნება.

წიგნის შესახებ: “საქართველო, 1900 წელი, შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება…”

ნინო ხარატიშვილი ბუკერის საერთაშორისო პრემიისა და დუბლინის ლიტერატურული პრემიის ნომინანტია. ხარატიშვილს გერმანიაში ასევე მიღებული აქვს კარლ ცუკმაიერის მედალი და გიზელა ელსნერის პრემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები