დიდგვაროვანი ქართველი მამაკაცის გამოსახულება ალბომში „ლეისის თეატრალური კოსტუმები“

დღეს წარმოგიდგენთ ბეჭდური გრაფიკის ერთ-ერთ იშვიათ, გამორჩეულ, თუმცა ნაკლებად ცნობილ ნიმუშს დიდგვაროვანი ქართველი მამაკაცის გამოსახულებით.

გამოსახულება შესულია თეატრალური კოსტიუმების ალბომში, რომელიც 1868 წელს გამოქვეყნდა ლონდონში. გამოცემის ავტორი და შემდგენელი კი გახლავთ მე-19 საუკუნის ინგლისელი მსახიობი, დრამატურგი, თეატრმცოდნე და გამომცემელი თომას ლეისი (1809-1873). ალბომი „ლეისის თეატრალური კოსტუმების“ სახელით არის ცნობილი და შედგება ორი წიგნისაგან. თითოეული მათგანი მოიცავს ორას ფერად ლითოგრაფიას, სხვადასხვა ქვეყნისათვის და ეთნოსისათვის დამახასიათებელი კოსტუმების გამოსახულებით. ალბომის შექმნისათვის კი გამომცემელს გამოყენებული აქვს ევროპელი მხატვრების მიერ შექმნილი ნიმუშები. გამოსახულებათა ნაწილი აბსტრაქტულია, ნაწილი კი მოიცავს რეალურ, ისტორიულ პიროვნებებს. მაგალითისათვის კოლექციაში შევხვდებით ნაპოლეონის, ფათჰ-ალი შაჰის, იმამ შამილის, ოლივერ კრომველის თუ სხვათა გამოსახულებებს.

ქართველი მამაკაცის გამოსახულების ავტორი კი გახლავთ მე-19 საუკუნის ფრანგი მეცნიერი და მხატვარი ჟან-ბატისტ ეჟენ ნაპოლეონ ფლანდინი (1809-1889). მან სახელი განსაკუთრებით გაითქვა ჩანახატებით სპარსეთის შესახებ. ქართველი მამაკაცის ეს გამოსახულებაც მისი „სპარსული ნამუშევრების“ კოლექციას განეკუთვნება. პირველად ის ჩნდება „სამეფო კოსტუმების ალბომში“, რომელიც 1842 წელს გამოიცა პარიზში.

წყარო: CSEM

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები