გოგა ჯაჯვანი ევროპის ვიცეჩემპიონია

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელძღვანელობით   17 -წლამდელთა შორის 73 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანი ასპარეზობდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130 / 134 / კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 147 / 153 / 161 კილოგრამითაც.

და ბოლოს, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა ორჭიდში მოგროვილი 295 კილოგრამით.

გოგა ჯაჯვანმა ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები