საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მესამე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა 9 მედლით დაასრულა

2 ივლისს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე  საზეიმოდ დაიხურა მესამე ევროპული თამაშები, სადაც საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იყო მესამე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მოკრივე ლაშა გურული.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ პოლონეთში, მესამე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა 9 მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 48 ქვეყანას შორის მე-19 ადგილი დაიკავა

საქართველოს სპორტსმენებმა მესამე ევროპულ თამაშებზე  სპორტის 16 სახეობაში იასპარეზეს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზეა სპორტის 8 სხვადასხვა სახეობაში 9 მედალი, მათ შორის 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.

მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონები გახდნენ სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ზურაბ კინწურაშვილი(ტაეკვონდო), საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი, ლუკა შონია (კიკბოქსინგი).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ზაზა ნადირაძე (კანოე სპრინტი) და ლაშა გურული (კრივი).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გოგიტა არქანიამ (კარატე), ელენე ლოლაძემ (ტაილანდური კრივი) და  ზურაბ ივანიაძემ (კიკბოქსინგი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები