საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა საფრანგეთში (ქ.მონტარგისი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე  წარმატებით იასპარეზა –  მონაწილე 40 ქვეყანას შორის, ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ხიზანიშვილი, გოგა ხახალაშვილი, ანდრეი სლეპცოვი, გელა ზარქუა ოქროს მედლების  მფლობელები გახდნენ,

ლიკა ჩაჩიბაიამ ბრინჯაოს მედალი აიღო.

ჩვენი ნაკრები, 2 ივლისს, საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე განაგრძობს ასპარეზობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები