შვეიცარიაში გამართულ 18 -წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე დავით ბასილაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციას ევროპის ჩემპიონი ჰყავს. შვეიცარიის ქალაქ სიონში გამართულ 18 -წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე დავით ბასილაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო 8 სპორტსმენით – 21 წლამდე ასაკის გოგონები: სალომე ხარშილაძე, გვანცა არჩვაძე, ლალი მწყერაშვილი და ქეთევან მახარაშვილი. 21 წლამდე ასაკის ვაჟები: თემურ მაკიევი,  სანდრო მაჭავარიანი და ვატო შაქარიშვილი. 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებიდან მონაწილეობას იღებდა ხელვაჩაურის სპორტული სკოლის მოსწავლე, 13 წლის დათო ბასილაძე. გუნდს თან ახლდნენ მწვრთნელები გურამ ბასილაძე და ალექსანდრე მეჟევიძე, აგრეთვე გუნდის მენეჯერი ლაშა ფხაკაძე.

ყველასთვის მოულოდნელად, ევროპის თასის მფლობელი 18 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის გახდა დათო ბასილაძე. საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ისტორიაში, ევროპის თასის გამარჯვებული პირველად გახდა ქართველი მშვილდოსანი.

ამ დროისთვის კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანგისის ბაზაზე ირლანდიაში 3-10 ივლისს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები