დიმიტრის ცეკურასის სტატია მწერალთა სახლის შესახებ ცნობილ ბერძნულ ჟურნალში “OLAFAQ” გამოქვეყნდა

ბერძენი მწერლის დიმიტრის ცეკურასის სტატია მწერალთა სახლის შესახებ ცნობილ ბერძნულ ჟურნალში “OLAFAQ” გამოქვეყნდა.

„ადგილის სიწმინდეს მაშინ ხვდები, როცა შენში ამ ადგილიდან წასვლის შემდეგ რაღაც იცვლება, წასვლისას კი თითქოს მაღლდები… ასეთი წმინდა ადგილია მწერალთა სახლი საქართველოში. ის ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაშია განთავსებული, თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, სოლოლაკში, ივანე მაჩაბლის ქუჩის 13 ნომერში“, – წერს დიმიტრის ცეკურასი.

დიმიტრის ცეკურასი თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები