საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა.

ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები  ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. გაეცნენ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას და ქვევრის დამზადების ტექნოლიგიური პროცესის დეტალებს.

ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, თბილისში,  სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ  15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა  B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა  შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები