ზურაბ კინწურაშვილი მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონია

European Games Krakow-Malopolska 2023 TAEKWONDO FINAL KRYNICA ZDRÓJ 25.06.2023

ქართული სპორტის ისტორიაში უმაღლესი რანგის ტურნირის პირველი ჩემპიონი გვყავს ტაეკვონდოში: ზურაბ კინწურაშვილმა (74კგ), ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო და მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა!

ფინალში ზურაბის მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდის წევრი ნეძად ჰუსიჩი გახლდათ, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა პირველი ნახევარი 10:7, ხოლო მეორე 6:4 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ტაეკვონდო ევროპის თამაშების სპორტულ პროგრამაში მეორედაა 2015 წლის სადებიუტო ტურნირის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები