ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ MMA-ში მეთოთხმეტე ბრძოლა მოიგო. თოფურიამ ამერიკელი ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ილია თოფურია ჯოშ ემეტთან გამარჯვების შემდეგ სატიტულო ბრძოლას უმიზნებს.

“ამას ჩემს მეტი არავინ იმსახურებს! ვოლკანოვსკის პირველივე რაუნდში დავაფინიშებ” განაცხადა მატადორმა.

 აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლი UFC-ში დაუმარცხებლად ასპარეზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები