„Seoul Wine and Spirits Expo 2023”-ზე ქართულ ღვინოს 14 კომპანია წარადგენს

სამხრეთ კორეაში, გამოფენაზე „Seoul Wine and Spirits Expo 2023”, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ ღვინოს 14 კომპანია წარადგენს.

„Seoul International Wine & Spirits Expo“, თავისი მასშტაბებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის  რეგიონში. მიმდინარე წელს გამოფენა 22-დან 24 ივნისის ჩათვლით იმართება

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებს, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.

გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია, სადაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ ქართული წითელი და ქვევრის ღვინოების მიმართ.

„Seoul Interenational Wines and Spirits Expo“-ზე ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მეღვინეები აღნიშნულ გამოფენაში 2019 და 2022 წლებში მონაწილეობდნენ. თავდაპირველად, გამოფენაში 7 კომპანია მონაწილეობდა, მიმდინარე წელს კი, ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები