მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენებმა ერთ დღეში 4 ოქროს, 2ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

პარაწოლჭიმში ვერაკრუზი 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე ჩვენმა პარასპორტსმენებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

მაკა კვინჩიამ (61კგ) წონაში ახალგაზრდებში 65 კგ. დაძლია, საერთო და სამი მოძრაობის ჯამში ორი ოქროს მედალი აიღო.

ნათია გამიდოვამ (-67კგ). წონაში 55კგ.აწია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გამიდოვამ თავისი შედეგებით 55,50კგ. სამი მოძრაობის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა  აკაკი ჯინჭარაძე. ჯინჭარაძემ მძიმე წონით კატეგორიაში +107კგ წონაში  ტურნირზე გამოსვლისას 215, 221კგ. აწია და სამი მოძრაობის ჯამშიც  პირველი ადგილი დაიკავა.

წარმატებით იასპარეზა მსოფლიო თასის გათამაშებაზე გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) წონით კატეგორიაში. მან საერთო ჯამში 225კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაცაბიძემ ტურნირის მსვლელობისას 205, 215კგ. ჩათვალა და სამი მოძრაობის ჯამშიც მეორე ადგილზე გავიდა.

ამავე ტურნირზე იაგო გორგოძემ (+107კგ). წონით კატეგორიაში საერთო ჯამში 180კგ. აწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე გორგოძემ 170,175 კგ. ჩათვალა და სამი მოძრაობის ჯამშიც მესამე ადგილი დაიკავა.

2023 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდის წევრები შოთა ომარაშვილი და ნინო საბაშვილი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები