გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.

+84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ნახევარფინალური დაპირისპირება თურქ ფათიჰ შენთან დათმო.

გოგიტამ ერთმანეთის მიყოლებით შთამბეჭდავად იასპარეზა და  დაამარცხა ბოსნიელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი მეტოქეები. ნახევარფინალი კი დათმო თურქ ფატიჰ სენთან და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

გოგიტასთვის ეს მეორე ბრინჯაოს მედალია ევროპულ თამაშებზე. მან 2019 წელსაც მინსკში ბრინჯაოს მედალი  მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგიტა ერთადერთი 39 წლის სპორტსმენია, რომელმაც აღნიშნულ შეჯიბრებაზე მედლის მოპოვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები