მაურიციო ფაბრიციოს ოპერაში “ედიტი” ედიტ პიაფის როლს სალომე ჯიქია შეასრულებს

გენუის კარლო ფელიჩეს თეატრი მაყურებელს მაურიციო ფაბრიციოს ოპერას “ედიტი” წარუდგენს. წარმოდგენა მომღერლის გარდაცვალებიდან 60 წლისთავს ეძღვნება.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ედიტ პიაფის როლს უნიჭიერესი ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია შეასრულებს.

„ვერც კი ვიჯერებ  რა ბედნიერება და პატივია 🙏🥰 – მაურიციო ფაბრიციოს  ოპერა “ედიტი”“ – წერს სოციალურ ქსელში სალომე ჯიქია.

ოპერის პრემიერა დეკემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები