ბაქოში ქართულ გუნდს ოქროს მედლები და დიპლომები გადაეცა

მიმდინარე წლის 16-19 ივნისს ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა პირველი საერთაშორისო ტურნირი-გამოწვევა და ასევე სემინარი- ვორქშოპი დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასთვის.

ამ ტურნირში 3 ქვეყნის 46 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ამ მონაწილეთა შორის იყო საქართველოს გუნდიც. აღსანიშნავია რომ ეს იყო ისტორიული ფაქტი, რადგან აქამდე საქართველოს გუნდს დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასთვის საზღვარგარეთ გამართულ ტურნირებზე არასდროს მიუღია მონაწილეობა.

საქართველოდან ამ ტურნირზე მხატვრული ტანვარჯიშის სკოლა სტუდია ,,Dio Dance’’-ის გუნდი მონაწილეობდა.

4 შემფასებელი(და არა მსაჯი) 4 კრიტერიუმით აფასებდა გუნდების გამოსვლას:

— გასართობი ღირებულება

— ინოვაცია, ორიგინალობა და მრავალფეროვნება

— ტექნიკა, ხარისხი, უსაფრთხოება

— საერთო შთაბეჭდილება.

აღნიშნულ ტურნირზე 4 შემფასებლიდან 2 ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის სპეციალისტი იყო: ქალბატონი ჰლიფ ფორგესდოტირი – ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიში ყველასთვის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი და ბატონი რუსლან ეივაზოვი – ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიში ყველასთვის ტექნიკური კომიტეტის წევრი.

ჩვენმა გუნდმა კარგად გაართვა თავი ვარჯიშის შესრულებას და სხვა რამდენიმე გუნდთან ერთად პირველ ადგილს დაეუფლა. მათ გადაეცათ ოქროს მედლები და დიპლომები. მეორე დღეს, ჩვენმა გუნდმა სხვა რამდენიმე გამორჩეულ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო გალა შოუში.

ოქროს გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ:

ტანმოვარჯიშეები: ლიზი გრიგალაშვილი, ანა კიკვიძე, თამარ მიქელაძე, ანასტასია ირემაშვილი და თამარ ქურთაული. კლუბის ხელმძღვანელი და მწვრთნელი: ქალბატონი ინგა ყურაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები