„London Honey Awards“-ზე ქართულმა თაფლმა პლატინის მედალი მოიპოვა

თაფლის საერთაშორისო კონკურსზე „London Honey Awards  2023“  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდი“  წარმოებულმა თაფლმა „ნინოწმინდის თაფლი – ალპიდა“, ხარისხის ნომინაციაში,  უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი მოიპოვა.

თაფლის საერთაშორისო კონკურსი  London Honey Awards ლონდონში ყოველწლიურად იმართება. კონკურსი ორ ნომინაციას –  თაფლის ხარისხი და შეფუთვა (დიზაინი) აერთიანებს. კონკურსში მონაწილეობენ ის მეწარმეები, რომლებიც თავად აწარმოებენ და ყიდიან საკუთარი წარმოების პროდუქციას.

კონკურსი London Honey Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია თაფლის წარმოების სექტორში. ყოველწლიურად, კონკურსში მონაწილეობს 250-ზე მეტი მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები