ირაკლი კბილაშვილი კარიერას AHC Potaissa Turda-ში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი ირაკლი კბილაშვილი კარიერას რუმინულ კლუბ AHC Potaissa Turda-ში გააგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ავრცელებს.

Potaissa Turda რუმინეთის ჩემპიონატში 2011 წლიდან მონაწილეობს და რეგულარულად ხვდება ფინალურ ოთხეულში. გუნდი მომდევნო წელსაც სერიოზულად აპირებს გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას Potaissa Turda-ში გავაგრძელებ. აქ თამაში იმის გამო გადავწყვიტე, რომ კლუბს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ყოველთვის იბრძვის მოწინავე პოზიციებისათვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდთან ერთად დასახულ მიზნებს მივაღწიო და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. გუნდის ფანებს კარგად ვიცნობ და მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას. ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდთან ერთად საუკეთესო დროს გავატარებ”, – განაცხადა ირაკლი კბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მან დიდი როლი ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები