დუბლინის BLOOMSDAY კინოფესტივალზე ფილმ-ბალეტი „მზიანა“ იქნება ნაჩვენები

დღეს, 13 ივნისს, დუბლინის BLOOMSDAY კინოფესტივალზე, ისტორიულ ჯეიმს ჯოისის ცენტრში,  მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტი „მზიანა“ – გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა, ჩვენი დასის მონაწილეობით.

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის საავტორო პროექტი  „გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა“, 2022 წელს  განხორციელდა წაღვერში, პოეტ მარიჯანის ისტორიულ აგარაკზე „მზიანა“ და მარიჯანის ტყეში, ხოლო ფილმ-ბალეტს „მზიანა“ ეწოდა.

სპეციალურად ფილმის სუბტიტრებისთვის გალაკტიონის ლექსები აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა თარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები