„საჭირო არის კვლავ დიდი ბრძოლა…“

საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის პროტესტი არასდროს განელებულა. 70 წლის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა მოსახლეობაში.

იქმნებოდა არალეგალური ორგანიზაციები, რომლებიც იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდნენ.  ორგანიზაციის წევრები სიცოცხლის რისკის ფასად ბეჭდავდნენ  ანტისაბჭოთა პროკლამაციებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ავრცელებდნენ. წლების განმავლობაში ფარულად იწერებოდა ეროვნული ხასიათის ლექსები და სხვადასხვა გზით ვრცელდებოდა საზოგადოებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ №8003 სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც 9 ტომს მოიცავს,  ინახება ლექსი – პროკლამაცია, რომელიც ეროვნული სულისკვეთებითაა განმსჭვალული.

აღნიშნული პროკლამაცია ცხადყოფს, რომ საქართველოს ოკუპაციიდან ათწლეულების გასვლის მიუხედავად, ამ დღის სიმძაფრე ქართველი ხალხისთვის არასდროს განელებულა. გასული საუკუნის 80-იან წლებშიც იგივე შემართებითა და სულისკვეთებით მოუწოდებდნენ ახალგაზრდები მოსახლეობას: „შეიგნეთ ერთი: როგორც არასდროს, დღეს ისე ითხოვს მამული შველას!“

მოწოდების ავტორები, რა თქმა უნდა, საბჭოთა რეპრესიებს ვერ გადაურჩებოდნენ. პროკლამაციების გავრცელებისთვის მათ პატიმრობა მიესაჯათ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები