„Grand Teatret”-ში „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

კოპენჰაგენში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კინოთეატრში „Grand Teatret” სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა. კინოჩვენების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციას მიეძღვნა დანიის სომელიეთა აკადემიისა და ადგილობრივი ჰორეკა სექტორის წარმომადგენელთათვის ჩატარებული ქართული ღვინის მასტერკლასიც, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრში, სადეგუსტაციო სივრცეში გაიმართა.

მარკეტინგული აქტივობების შემადგენელი იყო დანიელი იმპორტიორებისა და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებისთვის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში “Ark” ქართული ღვინის პრეზენტაცია და მასტერკლასი, რომლის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ იმ აქტივობებს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები