ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანებმა შეჯიბრების მეორე დღეს 6 მედალი მოიპოვეს

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის შეჯიბრების მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი  მოიპოვეს.

ოქროს მედლის მფლობელები გიორგი მოდებაძე (-100კგ, M3) და ალექსი დავითაშვილი (+100კგ, M4) გახდნენ.

ვერცხლი მედალი ბადრი ბასოშვილიმა (-60კგ, М4) მოიპოვა.

ხოლო ბრინჯაოს მედალს დავით უძილაური (-81კგ, M3),  დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ, M3) და ირაკლი ახრახაძე (+100კგ, M3) დასჯერდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები