ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ანასტასიას მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ.

მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულმა სწრაფ ჭადრაკშიც დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესია თავის ასაკობრივ კატეგორიაში.

მან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ანასტასია კირთაძე ასევე არის მსოფლიოს 15-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები