აბრეშუმის თეატრში „მარიამი ხვდება მირიამს“

11 ივნისს, 20:00 საათზე, აბრეშუმის თეატრში, ისრაელის საელჩოსა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის “Mariam meets Miriam”-ის ფარგლებში, დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით ერთ საღამოზე წარმოდგენილი იქნება ორი თანამედროვე მონოქორეოგრაფიული წარმოდგენა „მარიამი ხვდება მირიამს“.

პირველ განყოფილებაში თქვენ იხილავთ მარიამ ალექსიძის მონოქორეოგრაფიულ წარმოდგენას „მარიჯან“, ქართველი პოეტი ქალის, მარიჯანის დღიურების მიხედვით. იდეისა და კონცეფციის ავტორია დავით მაზიაშვილი. მარიჯანის ტექსტს კითხულობს – ეკა მოლოდინაშვილი (რუსთაველის ეროვნული თეატრი).

მეორე განყოფილებაში კი მირიამ ენგელის ვირტუოზული ცეკვის თეატრი(ისრაელი), იგალ მირტენბაუმთან კოლაბორაციით, წარმიადგენს როზა  მარია რიხტერის,  მოხეტიალე ცირკის აკრობატის, სცენური ფსევდონიმით „ზაზელ“, ნამდვილ ამბავს, რომელსაც ყოველ საღამოს ზარბაზნიდან  გაისროდნენ ხოლმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები