კატარში უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენის გახსნა გაიმართა

2023 წლის 7 ივნისს, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, საქართველო – კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში დაცული უძველესი დროის უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენის გახსნა გაიმართა.

გამოფენაზე საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XX საუკუნეებით დათარიღებული 20-ზე მეტი ქართული და არაბული ხელნაწერის ფოტოასლი არის წარმოდგენილი. გამოფენა კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

გამოფენის გახსნას კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის მმართველი საბჭოს წევრები, კატარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები