ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშია

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ქართველი შემტევი თერთმეტეულში კილიან მბაპესა და ლიონელ მესისთან ერთად მოხვდა.

მეკარე: ხერემიას ლედესმა (კადისი 7.03)

მცველები: კირან ტრიპიერი (ნიუკასლი 7.41), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი 7.17), ანდრეი ჟიროტო (ნანტი 7.09), რაფაელ გერეირუ (დორტმუნდი 7.27)

ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (არსენალი 7.4), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი 7.58), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი 7.58), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი 7.43)

თავდამსხმელები: ლეო მესი (პსჟ 8.28), კილიან მბაპე (პსჟ 7.8)

“ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე მეტჯერ, შვიდჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მან ჩემპიონატზე 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და WhoScored-ისგან 7.43 შეფასება დაიმსახურა”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები