საბერძნეთში არტჯგუფის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

3 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრ “არმაზთან” არსებული არტჯგუფის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე გამოიფინა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც არტჯგუფის პედაგოგმა სოფიო ბელთაძემ, ცენტრის აღსაზრდელებმა და ვერნისაჟის ახალგაზრდა სტუმრებმა წარმოადგინეს.

ბავშვებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები