ვარშავაში, სომელიეების ჩემპიონატზე ქართული მეღვინეობის სტენდი მოეწყო

პოლონელ სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით, ქალაქ ვარშავაში, სომელიეების ჩემპიონატი  ჩატარდა. კონკურსის ერთ-ერთი პარტნიორი და იდეის მხარდამჭერი საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

ამ პრესტიჟულ ჩემპიონატში, 40-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი, როგორც პოლონეთიდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

დამსწრე საზოგადოებისთვის, გაიმართა პარტნიორების მიერ ორგანიზებული სპეციალური ღვინის სემინარები, რომლებმაც აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ღონისძიებაზე მოეწყო სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის ამსახველი ღვინის ჯიშები.

„პოლონეთში ქართული ღვინის ელჩმა“, ქეთი ფრანგულაიშვილმა დამსწრე სომელიეები  იმერეთის, კახეთისა და ქართლის რეგიონებში ამოგზაურა. მან ასევე ისაუბრა ქართული ღვინის დამზადების უნიკალურ მეთოდებზე, მათ შორის, ღვინის წარმოების ცნობილ „ქვევრის“ მეთოდზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.  მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ: „კრახუნას“, „ჩინებულის“, „რქაწითლის“, „თავკვერის“, „ალადასტურის“ და სხვა ჯიშის ღვინოები.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები